ეგვიპტელს პრემიერ ლიგაში 280 საგოლე მოქმედება დაუგროვდა, რითიც ყველა დროის სიაში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. მან ფრენკ ლამპარდს (279) გაასწრო, წინ კი უეინ რუნი (311) და ალან შირერი (324) არიან.
ერთი კლუბის მაისურით შესრულებული საგოლე მოქმედებებით კი სალაჰი პირველ ადგილზე გადავიდა და უეინ რუნის (276) გაასწრო.
ამ გამარჯვებით ლივერპულს 26 ქულა დაუგროვდა და პრემიერ ლიგის ლაივ ცხრილში მე-6 ადგილზე გადავიდა, ბრაიტონს კი 23 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზეა.