არსენალის ყოფილი ფეხბურთელი, პოლ მერსონი, ვულვზთან მატჩსა და გუნდის პრობლემებზე საუბრობს.
„როგორ მორჩება თამაში? 4:0 არსენალის სასარგებლოდ, შეიძლება 5:0-ც, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არ ვიცი, როგორ აპირებს ვულვზი ამ სეზონში თამაშების მოგებას. ეს იდეალური მეტოქეა არსენალისთვის, ასტონ ვილასთან და ბრიუგესთან მატჩების შემდეგ.
მე მგონია, რომ არტეტა შეცდა, როცა ასტონ ვილასთან მატჩში ცენტრფორვარდად მიკელ მერინო დააყენა. ვიცი, რომ მერინო ბევრ მნიშვნელოვან გოლს იტანს, თუმცა ვილა შესანიშნავ ფორმაშია და შემადგენლობაში ვიქტორ გიოკერეშის ტიპის თავდამსხმელი გვჭირდებოდა მეტოქის დესტაბილიზაციისთვის.
უზარმაზარ ფულს იხდი იმ პოზიციის ფეხბურთელში, რომელიც თითქოს ბოლო წვეთი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის ზედიზედ სამი თამაშია სკამზე ზის. თუ ფიზიკური პრობლემები აქვს, მაშინ განაცხადში რა უნდა? ვერ გავიგე.
ამას ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ არსენალი ვერ მოიგებს პრემიერ ლიგას, თუ ცენტრფორვარდად მერინოს გამოყენებას გააგრძელებს.
არტატას დადებითი განწყობა ძალიან მომწონს. ბოლო კვირებში არსენალი ბევრ ტრავმას გადააწყდა, ამიტომ ზოგ მატჩში ოპტიმალური შემადგენლობის დაყენება უბრალოდ ვერ მოხერხდა. ველოდები, რომ გუნდი მალე დაუბრუნდება გამარჯვებების გზას." - აღნიშნა მერსონმა.