უეფას ჩემპიონთა ლიგის კვირის მოთამაშედ ნონი მადუეკე დასახელდა.
მე-6 ტურში არსენალმა ბრიუგე სტუმრად ბრიუგე 0-3 დაამარცხა, მადუეკემ კი დუბლი შეასრულა, მისი პირველი გოლი განსაკუთრებით გამორჩეული იყო.
კვირის მოთამაშის გამოკითხვაში მე-2 ადგილზე ჟულ კუნდე გავიდა, რომელმაც აინტრახტთან დუბლი შეასრულა და ბარსელონას მოაგებინა.
მე-3 პოზიციაზე შარლ დე კეტელაერი გავიდა, რომელმაც ჩელსისთან მოგებულ მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
მე-4 ადგილი კი ოსკარ გლუხს ერგო, რომელმაც ყარაბაღთან დუბლი შეასრულა, აიაქსმა კი მიმდინარე ლიგის ფაზაში პირველი 3 ქულა მოიპოვა.