ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში არსენალმა სტუმრად ბრიუგე 3:0 გაანადგურა.
მატჩში შოუ ნონი მადუეკემ დადგა, რომელმაც პირველ ტაიმში სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი შეაგდო, მეორე ნახევარში კი თავის მონაგარს მეორე გოლიც მიუმატა.
მატჩში წერტილი გაბრიელ მარტინელიმ დასვა და არსენალის 100%-იანი სვლა ჩემპიონთა ლიგაზე შთამბეჭდავად გაგრძელდა.
არსენალმა 18 ქულა დააგროვა და ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, ბრიუგე კი 4 ქულით 31-ე პოზიციაზე დაფუძვნდა.
0-1 მადუეკე 25'
0-2 მადუეკე 47'
0-3 მარტინელი 56'