UFC-ისთვის 2026 წელი ასე გაიხსნა.
მთავარ ბრძოლაში ჯასტინ გეიჯიმ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა პედი პიმბლეტი და მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონი გახდა;
შონ ო’მალიმ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სან იადუნი დაამარცხა და მერაბ დვალიშვილთან ზედიზედ ორი წაგების შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ვალდო კორტეს-აკოსტამ მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა დერიკ ლუისი და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა;
როუზ ნამაიუნასმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ნატალია სილვასთან წააგო. ბრაზილიელი UFC-ში რვამატჩიან გამარჯვებათა სერიას აგრძელებს;
ჯინ სილვამ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით არნოლდ ალენი დაამარცხა და დიეგო ლოპესთან მარცხის შემდეგ გუნება გამოიკეთა;
უმარ ნურმაგომედოვმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დეივისონ ფიგეირედო დაამარცხა და ზედიზედ მეორე ბრძოლა მოიგო.