UFC-ის მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვმა შემდეგი ბრძოლისთვის თავის შესაძლო მეტოქეებზე ისაუბრა.
დაღესტნელმა მებრძოლმა ორი შესაძლო ვარიანტი ჩამოწერა.
1. ო'მალი — იანი და მე მერაბის წინააღმდეგ (ქამრის კონტენდერის გასარკვევად)
2. იანი — მერაბი და მე ო'მალის წინააღმდეგ (კონტენდერისთვის).
შეგახსენებთ, რომ უმარმა UFC 324-ზე დეივისონ ფიგეირედო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.