არმან ცარუკიანი მსუბუქი წონის დროებითი ქამრისთვის ბრძოლას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ UFC 324-ის მთავარ ბრძოლაში ჯასტინ გეიჯიმ პედი პიმბლეტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და დროებით ქამარს დაეუფლა.
ასეთი გამოვიდა UFC 324
ასე ხდება მაშინ, როცა შანსებს გჩუქნიან და რეიტინგში ხელოვნურად გწევენ ზემოთ — პედისთვის ეს სრულიად დაუმსახურებელი სატიტულო შანსი იყო.
გილოცავ, ჯასტინ. მან ნამდვილი ხასიათი აჩვენა და სხვებისგან განსხვავებით, შეუძლია გადმოდგას ნაბიჯი და ჩემთან ერთად გავიდეს ოქტაგონზე. პატივისცემა." — წერს სოციალურ ქსელში სომეხი მებრძოლი.