შონ ო;მალიმ სან იადონის დამარცხების შემდეგ ბრძოლაზე სუპერმსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი, პიოტრ იანი გამოიწვია.
„პიოტრ, შენ რევანში გინდა, მე კი ქამარი მინდა. მოდი, ეს ბრძოლა გავმართოთ!“ — განაცხადა ო’მალიმ ოქტაგონში იადონთან ბრძოლის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ო’მალიმ იანი 2022 წლის ოქტომბერში გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
იანმა საჩემპიონო ქამარი 2025 წლის დეკემბერში, მერაბ დვალიშვილის დამარცხებით მოიპოვა და მისი მომდევნო ბრძოლაც, როგორც ქართველი UFC-ის სახელით ამბობს, სწორედ მერაბის წინააღმდეგ იქნება.
ამ დრომდე იანსა და დვალიშვილს შორის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 1:1-ია.