ასტონ ვილა ინტერესს იჩენს ეგვიპტელი ვინგერის, ომარ მარმუშის მიმართ, რომელსაც მანჩესტერ სიტიში სტაბილური სათამაშო დროის პრობლემა აქვს.
ამჟამად მარმუში ეგვიპტის ნაკრებთან ერთად აფრიკის თასზე ასპარეზობს, თუმცა ეს გარემოება ასტონ ვილას არ უშლის ხელს — კლუბი ფეხბურთელის გაფორმებაზე მუშაობას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ფარგლებში მაინც აგრძელებს.
წყაროების ცნობით, ბირმინგემული კლუბი მზად არის გამოიყენოს არსებული სიტუაცია და მარმუშს უფრო მნიშვნელოვანი როლი შესთავაზოს, რაც მისთვის კარიერის ახალი ეტაპი შეიძლება გახდეს.
თავად ეგვიპტელი ფეხბურთელი ბირმინგემულ კლუბში გადასვლის წინააღმდეგი არ არის.
მარმუში სიტიმ 2025 წლის იანვარში აინტრახტიდან დაიმატა და გასული სეზონის მეორე ნახევარი მან ძირითადშიც ითამაშა, თუმცა ამ სეზონში შეტევაში კონკურენციას ფილ ფოდენთან, რაიან შერკისთან, ჯერემი დოკუსთან და ერლინგ ჰალანდთან აგებს.