ვიქტორ ოსიმენი ინგლისელი შუამავლის მეშვეობით ბაიერნს შესთავაზეს.
Sport Bild-ის ინფორმაციით, ნიგერიელი ფორვარდის შესაძლო ტრანსფერი გერმანულ გრანდში ამ ეტაპზე განხილვის საგანია.
გალათასარაი მზად არის, ოსიმენს წასვლის საშუალება მისცეს, რათა კლუბმა ფინანსური რესურსები მოიზიდოს. თავად ფეხბურთელი ბუნდესლიგაში გადასვლის წინააღმდეგი არ არის და ამ ვარიანტს ღიად განიხილავს.
თუმცა ბაიერნში აცნობიერებენ, რომ ოსიმენი შეტევაში ჰარი კეინის უკან აღმოჩნდება და სწორედ ეს ფაქტორი აჩენს ეჭვებს. მიუნხენური კლუბი ამ ეტაპზე უფრო გრძელვადიან შემცვლელს ეძებს კეინის პოზიციაზე, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებულ ვარსკვლავს, რომელიც როტაციაში აღმოჩნდება.
ამასთან, ნაკლებად სავარაუდოა ისიც, რომ კლუბმა ნიკოლას ჯექსონი გამოისყიდოს, რომელიც ამ სეზონს კლუბში ჩელსიდან იჯარით ატარებს.
წყაროების ცნობით, ოსიმენი საუდის არაბეთში გადასვლას არ განიხილავს და კარიერის გაგრძელება ევროპაში სურს.