ბარსელონა დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმების მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.
კატალონიური კლუბი უკვე დგამს პირველ ნაბიჯებს და რობერტ ლევანდოვსკის შემდგომი ეპოქისთვის ემზადება.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბარსელონამ სერბი ფორვარდის გარემოცვასთან რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა და მიიჩნევს, რომ ფეხბურთელის წლიური 12 მილიონი ევროს ხელფასის უზრუნველყოფა შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციას ბაიერნი და მილანიც აკვირდებიან, თავად ვლაჰოვიჩისთვის პრიორიტეტული ვარიანტი ბარსელონაა. ფეხბურთელი მზად არის კარიერა კატალონიურ გრანდში გააგრძელოს.
მოსალოდნელია, რომ უახლოეს თვეებში მოლაპარაკებები უფრო აქტიურ ფაზაში გადავა, რადგან ბარსელონა შეტევითი ხაზის გაძლიერების ვარიანტებს ეძებს.
2026 წლის ზაფხულში ვლაჰოვიჩს იუვესთან კონტრაქტი ეწურება და ნებისმიერ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ შეეძლება შეუერთდეს.