ბაიერნის ტალანტის ლენარტ კარლის სიტყვებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„ბაიერნი ძალიან, ძალიან დიდი კლუბია. იქ თამაში ოცნებაა. მაგრამ გარკვეულ მომენტში აუცილებლად მინდა გადავიდე მადრიდის რეალში.
ეს ჩემი საოცნებო კლუბია. რა თქმა უნდა, ბაიერნი რაღაც განსაკუთრებულია და ამ კლუბში ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს“, - კარლის სიტყვებს Sky Sport DE ავრცელებს.
17 წლის გერმანელის სიტყვებს ბაიერნის გულშემატკივრების განაწყენება მოჰყვა.
ლენარტ კარლს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს.