ლა ლიგის მე-18 ტურის მატჩში მადრიდის რეალმა შინ ბეტისი გაანადგურა.
სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 5:1 დასრულდა.
ჰეთ-ტრიკით თავი გონსალო გარსიამ გამოიჩინა, თითო გოლი კი რაულ ასენსიომ და ფრან გარსიამ გაიტანეს.
საინტერესოა, რომ მადრიდელთა რიგებში 5-ვე გოლი ესპანელმა ფეხბურთელებმა შეაგდეს.
რეალმა 45 ქულა დააგროვა და ბარსელონასთან 4-ქულიანი ჩამორჩენა აღადგინა.
1-0 გონსალო 20'
2-0 გონსალო 50'
3-0 ასენსიო 56'
3-1 ჩუკო 66'
4-1 გონსალო 82'
5-1 ფრან გარსია 90+3'