მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში მიუნხენის ბაიერნმა ნახევრად-სამოყვარულო გუნდი ოკლენდ სიტი არ დაინდო.
შეხვედრა ცინცინატიში გაიმართა და მიუნხენური გუნდის გამარჯვებით 10:0 დასრულდა.
ჰეთ-ტრიკი ჯამალ მუსიალამ გაიტანა, დუბლი - მაიკლ ოლისემ, თომას მიულერმა და კინგსლი კომანმა, ერთი გოლი კი საშა ბოეს ანგარიშზეა.
ამ გამარჯვებით ბაიერნმა 3 ქულა დააგროვა და ცხრილში გალიდერდა, ჯგუფის მეორე შეხვედრაში ბოკა ხუნიორსი და ბენფიკა ერთმანეთს 17 ივნისს დაუპირისპირდებიან.