ატლანტა იუნაიტედი ურუგვაელი თავდამსხმელის, დარვინ ნუნიესის დამატებით აქტიურად ინტერესდება.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით გადამწყვეტ ფაზაში არ შესულა. ამავდროულად, ამერიკული კლუბი პარალელურად სხვა მაღალი დონის სამიზნეებზეც მუშაობს და შვეიცარიელ ფორვარდ ბრელ ემბოლოსთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს.
ატლანტას ამბიციური ტრანსფერების განხორციელების ფინანსური რესურსი აქვს, თუმცა ამისათვის გუნდს შემადგენლობაში ე.წ. Designated Player-ის თავისუფალი ადგილი სჭირდება. ეს კი მალე რეალური გახდება, რადგან კლუბის რეკორდული შენაძენი, ემანუელ ლატ ლათი ტრანსფერის დეტალების დახვეწის ფონზე, გუნდის ბოლო მატჩიდან სწორედ ამ მიზეზით მოხსნეს.
რაც შეეხება ნუნიესს, 27 წლის ფეხბურთელი ალ-ჰილალს ტოვებს, რადგან კლუბმა კარიმ ბენზემა დაიმატა, საუდის არაბეთის რეგულაციების თანახმად კი ლიმიტი 8 ლეგიონერზეა გათვლილი და ურუგვაელი განაცხადს მიღმა დარჩა.
იქამდე ნუნიესი ლივერპულშიც თამაშობდა, სადაც პრემიერ ლიგის 95 შეხვედრაში 25 გოლი და 16 საგოლე გადაცემა მიითვალა.