მადრიდის ატლეტიკო დიეგო სიმეონესთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს.
არგენტინელ სპეციალისტს კლუბთან კიდევ 2-წლიანი მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.
Marca-ს ინფორმაციით, ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ დაწყებულა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა სიმეონეს ატლეტიკოსთვის დღემდე საუკეთესო ვარიანტად მოიაზრებს და მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივება სურთ.
დიეგო კლუბს 2011 წლის დეკემბრიდან უდგას სათავეში და ატლეტიკოს ორჯერ მოაგებინა ლა ლიგა, ორჯერ — ევროპის ლიგა და ასევე ორჯერ გაიყვანა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
ამ სეზონში ატლეტიკო ლა ლიგის ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს, გუნდმა 18 ტურში 37 ქულა მოიპოვა.