ატლეტიკო მადრიდის ყოფილმა ნახევარმცველმა, საულ ნიგესმა, რომელიც ამჟამად ფლამენგოში თამაშობს, ბრაზილიური კლუბი რეალს შეადარა.
— პარალელი რომ გავავლოთ, ფლამენგო - რეალ მადრიდივით არის?
"რეალზე მეტიც არის. სინამდვილეში, რეალს ფანები არ ჰყავს. კი ცნობილია თავისი გამარჯვებების წყალობით, მას მთელ მსოფლიოში იცნობენ, იმიტომ რომ ბევრი ქომაგი ჰყავს. მაგრამ, როცა სტადიონზე მოდიხარ — საერთოდ არაფერს არ გრძნობ.
აი, მარაკანაზე რომ მოდიხარ — გრძნობ, რომ საკულტო სტადიონია, სულ სავსეა. გასვლით მატჩებშიც კი, ფლამენგოს ქომაგებით არის სავსე ტრიბუნები.
ახლახანს სპორტ რესიფის ვეთამაშებოდით და სათამაშოდ სხვა სტადიონზე გაგვიშვეს, იმიტომ რომ სხვაგვარად, ტრიბუნებზე ყველა ქომაგი ვერ დაეტეოდა. თუმცა, იმ სხვა სტადიონამდე მისასვლელად 3.5 საათიანი ფრენა იყო საჭირო.
ჩამოვედით ლიმაში და ჩვენს ქომაგებს ტრიბუნების 100% შევსებული ჰქონდათ. შემდეგ ხედავ, რომ პალმეირასის ქომაგები იგივეს არ აკეთებენ და ხვდები, რომ შენს გუნდს ნამდვილი გულშემატკივრები ჰყავს." - აღნიშნა საულმა.