მადრიდის ატლეტიკოში გატარებული 6-თვიანი პერიოდის შემდეგ, ჯაკომო რასპადორი იტალიის სერია A-ში დაბრუნდა.
ბერგამოს ატალანტას ოფიციალური საიტის მიხედვით, რასპამ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
იტალიური პრესა გვამცნობს, რომ ლომბარდიული კლუბი მადრიდელებს იჯარა-გამოსყიდვის ვალდებულებაში 25 მლნ ევროსა და ბონუსებს გადაუხდის - ზუსტად იმდენს, რამდენიც თავად ატლეტიკომ ნაპოლის ზაფხულში გადაუხადეს. ასევე, ფეხბურთელის წლიური ხელფასი 4 მლნ ევრო იქნება.
25 წლის შემტევმა ატლეტიკოს რიგებში 15 შეხვედრა ჩაატარა და აქტივში 4 საგოლე მოქმედება ჩაიწერა - 2 გოლი და 2 ასისტი. ესპანეთში გადასვლამდე, ნაპოლისა და სასუოლოს ფორმით თამაშობდა.
ცნობისთვის, მადრიდულმა გრანდმა გუშინ კონორ გალაჰერი ტოტენჰემში გაყიდა და 40 მლნ ევრო მიიღო.