ესპანეთის ლა ლიგის პირველ ტურში ესპანიოლმა საკუთარ მოედანზე ატლეტიკო მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში 37-ე წუთზე ხულიან ალვარესმა ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გახსნა.
VIDEO: ხულიან ალვარესის ბრწყინვალე ჯარიმა ესპანიოლის კარში
მასპინძლებმა მეორე ტაიმში თამაშის მოტრიალება შეძლეს. 73-ე წუთზე მიგელ რუბიომ ანგარიში გაათანაბრა, 84-ე წუთზე კი პერე მილამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ატლეტიკომ ლა ლიგის პირველი ტურის მატჩი 2009 წლის შემდეგ პირველად წააგო.
სიმეონეს გუნდი მომდევნო ტურში მეტროპოლიტანოზე ელჩეს მიიღებს (23 აგვისტო), ესპანიოლი კი სოსიედადს ესტუმრება (24 აგვისტო).