მორტენ ჰიულმანდი მადრიდის ატლეტიკოში გადადის.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, სპორტინგი და ატლეტიკო ყველა პირობაზე შეთანხმდნენ და 40 მილიონი ევროს ღირებულების ტრანსფერზე, რასაც ბონუსებიც დაემატება, დოკუმენტების გაცვლას დაიწყებენ.
დანიელი ნახევარმცველი კონტრაქტს 2031 წლის ივნისამდე გააფორმებს და ის მადრიდში დღესვე ჩაფრინდება.
აღსანიშნავია, რომ ჰიულმანდი ლისაბონის სპორტინგის კაპიტანი და გიორგი ქოჩორაშვილის პოზიციური კონკურენტი იყო.
ასევე უკვე ცნობილია, რომ მადრიდის ატლეტიკოში კან-ინ ლიც გადავა.
პარი სენ-ჟერმენთან შეთანხმებული ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 40 მილიონ ევროს შეადგენს. პირადი კონტრაქტის პირობები რამდენიმე თვის წინ შეთანხმდა, თავად კან-ინ ლის კი ატლეტიკოში გადასვლა სურდა.
ფორმალური პროცედურები ჯერ კიდევ გასავლელია, თუმცა სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია.
როხიბლანკომ ოფიციალურად გამოაცხადა ალეხანდრო გრიმალდოს ტრანსფერიც, რომელიც ესპანურ კლუბში ლევერკუზენიდან გადავიდა.