მილანმა პარი სენ-ჟერმენიდან გონსალუ რამოშის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კლუბთან კონტრაქტი 2031 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
რამოშმა საფეხბურთო კარიერა ოლანენსესა და ბენფიკას აკადემიებში დაიწყო, სადაც ყველა ასაკობრივი საფეხური გაიარა და პროფესიონალურ დონეზე დებიუტი 2019 წელს შედგა.
2023 წლის ზაფხულში რამოში პარი სენ-ჟერმენს. პარიზულ კლუბში გატარებული პერიოდის განმავლობაში მან მოიგო 3 ლიგა 1-ის ტიტული, 2 საფრანგეთის თასი, 3 საფრანგეთის სუპერთასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 1 UEFA-ს სუპერთასი და 1 FIFA-ს საკონტინენტთაშორისო თასი. ამასთან, მან 131 შეხვედრაში 45 გოლი გაიტანა.
პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი რამოშმა 2022 წლის ნოემბერში შედგა. მას შემდეგ ითამაშა 2 მსოფლიო ჩემპიონატზე და მონაწილეობა მიიღო პორტუგალიის მიერ 2024/25 წლების სეზონში UEFA-ს ერთა ლიგის მოგებაში.
მილანი პსჟ-ს რამოშის სანაცვლოდ 74 მილიონ ევროსა და პლუს ბონუსებს გადაუხდის, რაც როსონერის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია.