ატლეტიკოს ფანი ვინისიუსის მიმართ რასისტული შეურაცხყოფისთვის დააკავეს.
27 წლის მამაკაცი, რომელიც ატლეტიკოს მხარდამჭერია, პოლიციამ რეალის ვინგერის, ვინისიუსის მიმართ რასისტული შეურაცხყოფის გამო დააკავა.
ინციდენტი 14 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩის წინ მოხდა, რომელშიც ერთმანეთს ატლეტიკო და ბარსელონა (1:2) უპირისპირდებოდნენ.
ატლეტიკოს მაისურში გამოწყობილი მამაკაცი რეალის ფეხბურთელის მისამართით ისეთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს ყვიროდა, როგორიცაა „შიმპანზე“ და „მაიმუნი“.
ეს მომენტი ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, რის შემდეგაც პოლიციამ გამოძიება დაიწყო. დაკავებულს სიძულვილის გაღვივებაში ედება ბრალი.