ბაიერნი ჯონ სტოუნსით ინტერესდება.
მიუნხენური გრანდი ჯონ სტოუნსის გაფორმების შესაძლებლობას განიხილავს, იტყობინება Daily Mail-ის ჟურნალისტი მაიკ კიგანი.
მანჩესტერ სიტის 31 წლის მცველი, რომელიც კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ ტოვებს, შესაძლოა გერმანულ გრანდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს.
ბაიერნის გარდა, ფეხბურთელის მიმართ სერიოზულ ინტერესს როგორც ინგლისში, ისე მის ფარგლებს გარეთაც იჩენენ.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში სტოუნსმა სულ 8 მატჩი ჩაატარა.