რეალი მზადაა დაიო უპამეკანოს 20 მილიონი ევრო ბონუსად გადაუხადოს.
2026 წლის ზაფხულში ფრანგ მცველს ბაიერნთან კონტრაქტი ეწურება და უპამეკანო კლუბისგან ითხოვს, რომ უბრალოდ კონტრაქტის გაფორმებისთვის 20 მილიონი ევრო მ იიღოს.
ინფორმაციას BILD-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი იტყობინება.
მიუნხენური კლუბი არ არის მზად, 26 წლის ფეხბურთელს ამხელა თანხა უბრალოდ ხელმოწერაში გადაუხადოს, ამიტომ შესაძლოა, საფრანგეთის ნაკრების მცველმა ალიანც არენა მომავალ ზაფხულს სრულიად უფასოდ დატოვოს.
ამ თანხის გადახდისთვის მზად არის მადრიდის რეალი და არაა გამორიცხული, მბაპეს და ტრენტის მსგავსად, რეალმა თავისუფალი აგენტის სტატუსით კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატოს.
ამ ეტაპზე ბაიერნი ოპტიმისტურად არის განწყობილი უპამეკანოს დარჩენასთან დაკავშირებით, თუმცა ეს მნიშვნელოვანი საკითხი მოსაგვარებელია.