რეალის ფეხბურთელებს სასპონსორო BMW-ს მარკის ავტომობილები გადაეცათ საჩუქრად.
შეთანხმების შედეგად, ავტომობილების გერმანული კომპანია ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს მანქანებს ყოველწლიურად გადასცემს. წელს რეალის წარმომადგენლებს ელექტროქარებსა და ჰიბრიდებს შორის შეეძლოთ არჩევნის გაკეთება.
ყველაზე პოპულარული გახდა BMW I7-ს მარკის ავტომანქანა, რომლის ღირებულებაც 135 ათას ევროს შეადგენს. ის კილიან მბაპემ, ვინისიუსმა, არდა გიულერმა, ედერ მილიტაომ, დანი კარვახალმა, ანტონიო რუდიგერმა, ალვარო კარერასმა, ენდრიკმა და რაულ ასენსიომ აირჩიეს. ასევე, იგივე მანქანაზე შეაჩერა არჩევანი ჩაბი ალონსომაც.
მეორე ყველაზე პოპულარული მოდელი XM გახდა, რომლის ღირებულებაც 200 ათას ევრომდე აღწევს. ის ტიბო კურტუამ, ჯუდ ბელინგემმა, როდრიგომ, დინ ჰაუსენმა, ბრაჰიმ დიასმა და ფერლან მენდიმ აირჩიეს.
ფრანკო მასტანტუონომ i4 აირჩია (50 ათასი ევრო), ტრენტ ალექსანდრ არნოლდმა და ედუ კამავინგამ iX (80 ათასი ევრო), გონსალო გარსიამ i5 (დაახლოებით 70 ათასი ევრო), ანდრეი ლუნინმა M5 აირჩია (160 ათასი ევრო). სხვების არჩევანი კი არ საჯაროვდება.






