ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში ბარსელონამ კამპ ნოუზე ოვიედო მიიღო და 3-0 გაანადგურა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი კატალონიელებმა 3 უპასუხო გოლის გატანა მოახერხეს.
52-ე წუთზე ანგარიში დანი ოლმომ გახსნა, 5 წუთში კი თავი რაფინიამ გამოიჩინა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
მატჩს წერტილი 73-ე წუთზე ლამინ იამალმა დაუსვა, რომელმაც დანი ოლმოს საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ აკრობატული ნახტომით მოახერხა მეტოქის კარის აღება.
ამ მოგებით ბარსელონას 52 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის სათავეს დაუბრუნდა. ჰანსი ფლიკის გუნდი მდევარ რეალს 1 ქულით უსწრებს.
ბლაუგრანა მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე კოპენჰაგენის წინააღმდეგ გამართავს, ლა ლიგის შემდეგ ტურში კი ელჩეს ეწვევა.