ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი გამოაცხადა.
კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, ახალი პრეზიდენტის არჩევის დღე 15 მარტი იქნება, რომელიც შესაძლო თარიღებიდან ყველაზე უფრო ახლო ვადაა.
ლაპორტას მთავარი კონკურენტი კვლავ ვიქტორ ფონტი იქნება, არჩევნებში მონაწილეობას ასევე ჩავიერ ვილახოანა და მარკ ცირია მიიღებენ.
ბარსას მიერ ესპანეთის სუპერ თასის მოგების შემდეგ, ლაპორტა დიდ ფავორიტად იქცა, თუმცა მისი მოწინაღმდეგეები ლიონელ მესის ნოუ კამპზე დაბრუნების პირობის ვერშესრულებაზე აპელირებენ.
მისი მმართველობის პერიოდში, ლაპორტამ კლუბის სტადიონის რეკონსტრუქცია ჩაატარა - პროცესი გაჭიანურდა და ჩაბარება რამდენჯერმე გადაიდო.