ბარსელონას ნახევარმცველი პედრი გონსალესი ტრავმის გამო დაახლოებით ერთ თვეს იუქმებს.
ესპანელმა ფეხბურთელმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის მატჩში პრაღის სლავიასთან (4:2) მიიღო და შეხვედრის 61-ე წუთზე შეცვალეს.
ბარსელონას პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოკვლევების შედეგად პედრის მარჯვენა ბარძაყის ორმთავიანი კუნთის ტრავმა დაუდგინდა.
კლუბი კონკრეტულ ვადებს არ ასახელებს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ნახევარმცველის აღდგენითი პროცესი დაახლოებით ერთ თვეს გასტანს.
ტრავმის გამო პედრო ოვიედოსთან (25 იან), კოპენჰაგენთან (28), ელჩესთან (31), ალბასეტესთან (3 თებ), მალიორკასთან (8), ჟირონასთან (15) და ლევანტესთან (22) მატჩებს გამოტოვებს.