ბარსელონა უკვე უწევს ჰანსი ფლიკის შესაძლო შემცვლელზე ფიქრი.
კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდეა გათვლილი. გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ არ სურს საკუთარი თავი გრძელვადიანი ვალდებულებებით შეზღუდოს და ამიტომაც არ აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილების დაჩქარებას.
ბარსელონაში ყველას სურს, რომ ფლიკი გუნდის სათავეში რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს. მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს მომავალში მწვრთნელის შეცვლა არ განიხილება, კლუბი პარალელურად პოტენციურ კანდიდატებსაც სწავლობს.
Diario Sport-ის ინფორმაციით, ფლიკის შესაძლო შემცვლელებად ორი მთავარი ფავორიტი განიხილება — ლუის ენრიკე, რომელიც ამჟამად პსჟ-ს წვრთნის, და მიკელ არტეტა, არსენალის მთავარი მწვრთნელი.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე ბარსელონას 2014-დან 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა, ხოლო არტეტა კლუბის სისტემაში 1999–2000 წლებში ირიცხებოდა.