როგორც იცით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ბარსელონადან სეზონის ბოლომდე იჯარით ჟირონაში გადავიდა.
პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბების შეთანხმების თანახმად, გერმანელი მეკარე ბარსელონასთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუ ჟირონა სოლიდურ კომპენსაციას არ გადაიხდის.
The Athletic-ის ინფორმაციით, შეთანხმებაში არსებობს პუნქტი, რომელიც გოლკიპერს ლა ლიგაში ბარსელონას წინააღმდეგ მონაწილეობას უკრძალავს.
აღნიშნული შეხვედრა 15 თებერვალს არის დაგეგმილი. ჟირონას შეუძლია ამ პუნქტის გვერდის ავლა სოლიდური კომპენსაციის გადახდით, თუმცა მოსალოდნელია, რომ კლუბი ამას არ გააკეთებს.
წყაროს ცნობით, ჟირონა ტერ შტეგენს მხოლოდ 500 000 ევროს გადაუხდის, მისი ხელფასის დარჩენილ ნაწილს კი ბარსელონა დაფარავს. გარდა ამისა, ფეხბურთელი უარს იტყვის ნებისმიერ ბონუსზე, იმ შემთხვევაში, თუ ბარსა ლა ლიგას მოიგებს.