პორტუგალიელი ნახევარმცველი ბერნარდუ სილვა სეზონის დასრულების შემდეგ მანჩესტერ სიტის დატოვებას გეგმავს.
El Chiringuito TV-ის ჟურნალისტ ნიკო როდრიგესის ინფორმაციით, პორტუგალიის ნაკრების 31 წლის ფეხბურთელმა გუნდის შეცვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მისი კონტრაქტი 30 ივნისს იწურება და ზაფხულში ის თავისუფალი აგენტი გახდება.
ამავე არხის კიდევ ერთი ჟურნალისტის, ხოსე ალვარესის, ცნობით, ბარსელონა ზაფხულში სილვას გაფორმებას აპირებს.
მიმდინარე სეზონში ბერნარდუმ პრემიერ ლიგაში 22 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მანჩესტერ სიტიში ის უკვე მეცხრე სეზონს ატარებს.
სილვას ბარსელონაში გადასვლას კარიერის განმავლობაში არაერთხელ უწინასწარმეტყველებდნენ, იწერებოდა, რომ რამდენიმე წლის წინ ეს ტრანსფერი ახლოსაც იყო, თუმცა საბოლოოდ პორტუგალიელი ეტიჰადზე დარჩა.