მანჩესტერ სიტიმ კრისტალ პალასიდან მარკ გეჰის შეძენა ოფიციალურად დაადასტურა.
25 წლის ინგლისელმა მცველმა კლუბთან კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
კლუბი ზუსტ ციფრებს არ აკონკრეტებს, თუმცა ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულებამ ბონუსების გარეშე 20 მილიონი ფუნტი შეადგინა.
ზაფხულში გეჰის პალასთან კონტრაქტი ეწურებოდა და კლუბის დატოვებას უფასოდ შეძლებდა, ამიტომ ლონდონელებმა მისი შუა სეზონში გაყიდვა გადაწყვიტეს.
გასულ ზაფხულს გეჰის ტრანსფერი ლივერპულში 50 მილიონ ფუნტად პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, თუმცა პალასმა გარიგება ბოლო მომენტში დაბლოკა, რადგან მისი შემცვლელი ვერ მოიძია.