შეთანხმება მიღწეულია — ბარსელონას ახალგაზრდა ნახევარმცველი დრო ფერნანდესი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება ამ კვირაში შედგა. პსჟ ფეხბურთელის სანაცვლოდ გამოსასყიდ თანხაზე, ანუ 6 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს გადაიხდის.
დრო უკვე პარიზში მიემგზავრება სამედიცინო შემოწმებისა და კონტრაქტის გასაფორმებლად.
ფეხბურთელის მხარესთან პარიზელებმა შეთანხმებას ჯერ კიდევ გასულ კვირას მიაღწიეს.
მიმდინარე სეზონში 18 წლის ფეხბურთელმა ბარსელონას პირველი გუნდის მაისურით 18 შესაძლოდან 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.