ტოტენჰემმა ლივერპულს მარცხენა მცველის, ენდი რობერტსონის ტრანსფერზე ოფიციალური წინადადებით მიმართა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლივერპულსა და ტოტენჰემს შორის მოლაპარაკებები უკვე მოწინავე ეტაპზეა და მხარეების შორის შეთანხმება ახლოვდება.
თავად ფეხბურთელის მხარე ტოტენჰემთან პირად კონტრაქტზე ასევე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
შოტლანდიელმა მარცხენა მცველმა პრემიერ ლიგის ამ სეზონში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა სასტარტოდან მხოლოდ 4 შეხვედრა დაიწყო და ჯამში 500 წუთიც არ აქვს ნათამაშები.