საუდის არაბეთის ჩემპიონატში ევროპაში მოთამაშე დაახლოებით 50 ცნობილი ფეხბურთელის მიწვევას განიხილავენ.
ინსაიდერ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, მთავარ სამიზნეებს შორის არიან მოჰამედ სალაჰი, ბრუნო ფერნანდეში, ვინისიუს ჯუნიორი, რობერტ ლევანდოვსკი და კაზემირო.
საუდის მხარე ახალი ვარსკვლავების მოზიდვას კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო წასვლის ფონზე გეგმავს, რომელიც 2027 წელსაა მოსალოდნელი. მთავარი მიზანია ლიგის მიმართ ინტერესის შენარჩუნება პორტუგალიელის კარიერის დასრულების შემდეგ.
ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ კრიშტიანუ რონალდუ კლუბის თანამფლობელის როლშიც უფრო აქტიურად ჩაერთოს და ალ-ნასრში მისი წილი გაიზარდოს.
როგორც იცით, გუშინ კაზემირომ ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.