3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რეალის ბრაზილიელი შემტევის მონაკოსთან მატჩისშემდგომი ინტერვიუ.
მეც ადამიანი ვარ და სიტყვები მწყინს
„ბოლო რამდენიმე დღე ჩემთვის ძალიან რთული იყო გულშემატკივრების სტვენისა და იმ ყველაფრის გამო, რასაც ჩემზე ამბობენ.
ხშირად ყურადღების ცენტრში ვხვდები მოედნის მიღმა მომხდარი ამბების გამო, მაგრამ მინდა, ყურადღება მხოლოდ იმისთვის მექცეოდეს, რასაც მოედანზე ვაკეთებ და იმისთვის, რაც ამ კლუბისთვის გავაკეთე.
როგორც არ უნდა იყოს, ბოლო დღეებში თანაგუნდელები ძალიან მიჭერდნენ მხარს. მეც ადამიანი ვარ და სიტყვები მწყინს. კარგია ის, რომ ჩვენ, ფეხბურთელებს, ყოველ ორ–სამ დღეში ერთხელ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ღირსება დავამტკიცოთ.
ყოველთვის ვცდილობ, რეალის მაისურისთვის 100 პროცენტით დავიხარჯო. ყოველდღე უნდა ვაკმაყოფილებდე რეალის მოთხოვნებს. როცა მოედანზე ბურთთან მეტი კონტაქტი მექნება, ეს ჩემზეც დადებითად აისახება.
არ მინდა, რომ ბერნაბეუზე, ჩემივე სახლში დამისტვინონ
ჩემი მომავალი? მინდა, მადრიდში დიდხანს დავრჩე. ამ კლუბმა ძალიან ბევრი მომცა და მინდა, აქ თამაში და განვითარება გავაგრძელო.
ჩემი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე მოქმედებს, ამიტომ სრულიად მშვიდად ვართ. პრეზიდენტს ბოლომდე ვენდობი და ისიც მენდობა. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ყველაფერს თავის დროზე მოვაგვარებთ, არ ვჩქარობთ.
რაც არ უნდა იყოს, ნორმალურ რიტმში დასაბრუნებლად გულშემატკივართა მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ერთად ვიქნებით, ამ სეზონში ბევრის მიღწევა შეგვიძლია.
ალონსოს გაშვებასთან არანაირი კავშირი არ მაქვს
ალონსოს გაშვებაში მონაწილეობას მაბრალებენ? ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ამასთან არანაირი კავშირი არ მაქვს და მეტიც, მსგავსს ვერაფერს გავაკეთებ. უბრალოდ ფეხბურთს ვთამაშობ და მოედანზე ბოლომდე ვიხარჯები.
ჩემი დაცვითი მოქმედებები? როცა დაცვა საჭიროა, ვცდილობ, ეს გავაკეთო. თუმცა, რა თქმა უნდა, რეალის საუკეთესო მცველი არ ვარ (იცინის) — ამისთვის სხვა ფეხბურთელები გვყავს.
მიუხედავად ყველაფრისა, რეალის ფანები საუკეთესოები არიან
მედია რასაც უნდა, იმას წერს, გულშემატკივრები ამას კითხულობენ და ფიქრობენ, რომ ამის გამო უნდა დამისტვინონ და გამაკრიტიკონ. მიუხედავად ყველაფრისა, რეალის გულშემატკივრები მსოფლიოში საუკეთესოები არიან. მე ყოველთვის საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყო.
ჩემი გოლი? ძალიან ლამაზი მომენტი იყო. დღეს ბევრი ასისტი გავაკეთე და მატჩის განმავლობაში თანაგუნდელები მეუბნებოდნენ, რომ მეც უნდა გამეტანა“.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები