რეალის ყოფილმა ვინგერმა, გარეთ ბეილმა, გუნდის მთავარი მწვრთნელის ჩაბი ალონსოს პოსტიდან წასვლაზე ისაუბრა.
— გაგიკვირდათ, რომ ყველაფერი ასე სწრაფად მოხდა? ჩაბი ალონსომ მხოლოდ 8 თვე იმუშავა.
— არა, გულწრფელად რომ გითხრათ, არ გამკვირვებია. ვიცი, როგორ მუშაობს რეალი: თუ შედეგები არ არის, მიდიხარ. ზუსტად ეს მოხდა. სამწუხაროა, მაგრამ ასეთია რეალის სამყარო. დღეს დიდ კლუბებში მწვრთნელობა ძალიან რთულია.
— ჩაბი ალონსო ამ გასახდელში ფეხბურთელადაც იყო. იქნებ მან ვერ შეაფასა სათანადოდ, რამდენად რთულია მეორე მხარეს ყოფნა?
— შესაძლოა. ჩაბი შესანიშნავი მწვრთნელია. ბაიერში ტიტულები მოიგო და გუნდს საოცრად ავარჯიშებდა. მაგრამ რეალში შენ უბრალოდ მწვრთნელი კი არა, მენეჯერი უნდა იყო. უნდა მართო ფეხბურთელების ეგო გასახდელში. ტაქტიკაზე იმდენი მუშაობა აღარ გჭირდება — გყავს სუპერვარსკვლავები, რომლებსაც თამაშის ბედის შეცვლა წამებში შეუძლიათ.
ასე რომ, შეიძლება ითქვას, ის შესანიშნავი მწვრთნელი და ტაქტიკოსია, მაგრამ რეალში ეს არ გამოვიდა, — განაცხადა ბეილმა.