The Athletic-ის ცნობით, ტოტენჰემ ჰოტსპური ლივერპულიდან ენდი რობერტსონის გადაბირებაზე მუშაობს.
ჩრდილოეთ ლონდონურმა კლუბმა რობერტსონი უკვე ამ ზაფხულისთვის დაისახა სამიზნედ და გეგმავდა, რომ ერთ-ერთი მთავარი მსურველი ყოფილიყო შოტლანდიელი ფეხბურთელის უფასოდ დამატებისთვის, როცა მისი კონტრაქტი 30 ივნისს ამოიწურება.
თუმცა, ტოტენჰემმა ეს პროცესი დააჩქარა, რათა მთავარი მწვრთნელის, თომას ფრანკის გუნდი დაუყოვნებლივ გაეძლიერებინა. მხარეებს შორის მეგობრული მოლაპარაკებები წინ მიიწევს, სპურსი 31 წლის მარცხენა მცველის გადაბირებას ახლავე ცდილობს.
გასულ ზაფხულს ენდი რობერტსონის შეძენით ინტერესს მადრიდის ატლეტიკოც იჩენდა.
ატლეტიკო მარცხენა ფლანგზე დაცვის გაძლიერებას რეინილდოსა და ასპილიკუეტას წასვლის შემდეგ ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ატალანტადან მატეო რუჯერიზე შეაჩერა.
ამ თვეში საკუთარ მომავალზე საუბრისას რობერტსონმა თქვა, რომ დარჩენა სურს, თუმცა დაამატა, რომ ის „ფეხბურთელია, რომელსაც თამაში უნდა“.
„ხუთი თვე დამრჩა და უნდა ვნახოთ, რა ვარიანტი არსებობს დარჩენისთვის ან თუ იქნება სხვა შესაძლებლობები წასასვლელად და მსგავს საკითხებზე,“ - თქვა რობერტსონმა/
ოჯახთან ერთად უნდა დავჯდე და გადავწყვიტო.
"სტრესული ზაფხულის შემდეგ უბრალოდ ვცდილობ, დავტკბე ამ პროცესით და ლივერპულის ფეხბურთელად ყოფნით.
მსურდა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება და საბედნიეროდ, ეს შევძელით. ახლა უნდა დავინახო, რა გვინდა მე და ჩემს ოჯახს მომავალში.“ - განაცხადა შოტლანდიელმა.