ჩემპიონთა ლიგის საერთო ფაზის მე-7 ტურში ლივერპულმა სტუმრად მარსელი გაანადგურა.
სტადიონ ველოდრომზე გამართული შეხვედრა სლოტის გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
ანგარიში პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ პირველივე წუთზე დომინიკ სობოსლაიმ გახსნა, რომელმაც ჯარიმა ულამაზეს სტილში შეასრულა — ცოცხალ კედელს ბურთს ქვემოდან გაუძვრინა და ხერონიმო რულის შანსი არ დაუტოვა.
72-ე წუთზე რული თავად მოგვევლინა ანტიგმირად, როცა ფრიმპონგის დარტყმის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში მოიგერია და ავტოგოლი ჩაითვალა.
წერტილი კი 90+3 წუთზე კოდი გაკპომ დასვა და ლივერპულს დამაჯერებელი 3 ქულა ჩაუწერა აქტივში.
მერსისაიდელებმა 15 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებენ. თუ ბოლო ტურში, ყარაბაღთან საშინაო შეხვედრაში რაიმე სენსაცია არ მოხდა, ლივერპული 8 საუკეთესოში ადგილის შენარჩუნებას უპრობლემოდ შეძლებს.
რაც შეეხება მარსელს, გუნდი 9 ქულით მე-19 ადგილს იკავებს და ბოლო ტურში 24 საუკეთესოში ადგილის დაბევებას ბრიუგესთან გასვლითი მატჩით შეეცდება.