გალათასარაიმ ნაპოლის ვინგერის, ნოა ლანგის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ნიდერლანდელი შემტევი, რომელიც ნაპოლის გასულ ზაფხულს პსვ-დან შეუერთდა, გალათასარაიში იჯარითა და გამოსყიდვის შესაძლებლობით გადავიდა.
გალათასარაი ნაპოლის იჯარაში 2 მილიონ ევროს გადაუხდის, თავად ფეხბურთელი კი სეზონის ბოლომდე გარანტირებულად 1,75 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით.
თურქულ კლუბს ასევე ექნება 26 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვის შესაძლებლობა. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გამოსყიდვა 30 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
ნაპოლიში გადასვლის შემდეგ ლანგმა ყველა ტურნირზე 27 არასრულ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.