საფრანგეთის ლიგა 1-ს მე-19 ტურში პარი სენ-ჟერმენმა სტუმრად ოსერი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.
ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიპოვა.
მატჩის ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე ბრედლი ბარკოლამ, ცვლილებაზე შემოსული უსმან დემბელეს პასით გაიტანა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე სრული მატჩი ჩაატარა და გამოცემა FootMob-ისგან 7.5 შეფასება მიიღო.
კვარამ 45-დან 37 პასი ზუსტად შეასრულა, კარში 4-ჯერ დაარტყა (1 ზუსტი), 1 საგოლე მომენტი შექმნა, ბურთს ჯამში 76-ჯერ შეეხო (მეტოქის საჯარიმოში 5-ჯერ) და 4-დან მხოლოდ ერთი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა.
პსჟ-მ 45 ქულა დააგროვა და მინიმუმ ლანსის (43) მატჩამდე პირველ ადგილზე გადაინაცვლა. დიდი შანსია, ჩემპიონი ტურის ბოლოსაც პირველ ადგილზე იყოს, რადგან მეორეადგილოსანი ლანსი ამ ტურში მესამეადგილოსან მარსელს სტუმრობს.