ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-3 გოლი შეაგდო - ლისაბონის სპორტინგს გასვლით შეხვედრაში გაუტანა. პსჟ პორტუგალიის დედაქალაქში 1:2 დამარცხდა.
ქართველი შემტევი ლუის ენრიკემ სათადარიგოთა შორის დატოვა, მოედანზე კი 66-ე წუთზე შეიყვანა. 79-ე წუთზე, უსმან დემბელესგან ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, საჯარიმოში შეიწია და შორეულ ცხრიანში ლამაზად ჩაახვია. კვარამ ბოლოსკენ ყვითელი ბარათი მიიღო.
კვარაცხელიასთვის წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე მე-5 საგოლე მოქმედებაა - 3 გოლი და 2 ასისტი. სპორტინგის გარდა, ატალანტასა და ლევერკუზენს გაუტანა.
აღვნიშნოთ, რომ სპორტინგის რიგებში ასევე ცვლილებაზე, თუმცა რამდენიმე წუთით, ითამაშა გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელიც მატჩში 96-ე წუთიდან ჩაერთო.
მოქმედმა ჩემპიონმა პსჟ-მ მიმდინარე გათამაშებაში მეორედ წააგო, 13 ქულა აქვს და, რეგულარულის პირველ 8 გუნდში მოსახვედრად, ბოლო ტურში ნიუკასლთან ქულები დასჭირდება - გუნდები პარკ დე პრენსზე, 28 იანვარს ითამაშებენ.