Deloitte-ის უახლესი Football Money League-ის ანგარიშის მიხედვით, გასულ სეზონში ხელფასებში ყველაზე მეტი თანხა პარი სენ-ჟერმენმა დახარჯა.
პარიზელების მაჩვენებელი 457 მილიონი ფუნტია, რაც მათი შემოსავლების 65%-ს შეადგენს.
ტოპ 10 კლუბში შემოსავლების ყველაზე დაბალ პროცენტულ მაჩვენებელს ხელფასებში მადრიდის რეალი ხარჯავს (44%), ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი ჩელსის აქვს (72%).
2024-25 წლების სეზონის მიხედვით ხელფასებში ყველაზე მხარჯველი კლუბების ათეული ასე გამოიყურება:
1. პსჟ - 457 მლნ. ფუნტი (შემოსავლების 65%)
2. ბარსელონა - 442 მლნ. ფუნტი (შემოსავლების 54%)
3. რეალი - 429 მლნ. ფუნტი (შემოსავლების 44%)
4. ლივერპული - 421 მლნ. ფუნტი (შემოსავლების 60%)
5. მანჩესტერ სიტი - 397 მლნ. ფუნტი (შემოსავლების 57%)
6. ბაიერნი - 376 მლნ. ფუნტი (შემოსავლების 52%)
7. ჩელსი - 353 მლნ. ფუნტი (შემოსავლების 72%)
8. მანჩესტერ იუნაიტედი - 340 მლნ. ფუნტი (შემოსავლების 51%)
9. არსენალი - 338 მლნ. ფუნტი (შემოსავლების 49%)
10. ასტონ ვილა - 268 მლნ. ფუნტი (შემოსავლების 71%)
რეალი და ბარსელონა სათავეში - ყველაზე შემოსავლიანი კლუბების ოცეული
