ელჩესა და ბარსელონას მატჩის დროს მოედანს მიღმა მომხდარმა სკანდალმა კატალონიურ კლუბში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება პოლიცია კატალონიის დამოუკიდებლობის დროშის მქონე გულშემატკივარს.
ბარსელონამ პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენება ოფიციალური განცხადებით მალევე დაგმო და პროტესტის ნიშნად, კატალონიის დროშა აღმართა. მატჩის შემდეგ კლუბის პოზიცია ახალგაზრდა მცველმა, პაუ კუბარსიმაც გაიზიარა და პოლიცია გააკრიტიკა:
ეს იყო კლუბის გადაწყვეტილება და ვფიქრობ, სრულიად სამართლიანია იმის ფონზე, რაც ელჩეში მოხდა. მსგავსი რამ აღარასდროს უნდა განმეორდეს, გადაჭარბებული ძალის ასე გამოყენება დაუშვებელია
კუბარსიმდე დაზარალებულს სოლიდარობა გავიმ გამოუცხადა, რომელმაც სოციალურ ქსელში გულშემატკივართა ასოციაციის პოსტს მხარდაჭერა გამოუცხადა.
მთავრობის წარმომადგენლების მტკიცებით, კონფლიქტი თავად ახალგაზრდა გულშემატკივრის მხრიდან პოლიციელზე თავდასხმამ გამოიწვია. თუმცა, ბარსელონაში მიაჩნიათ, რომ ძალოვანი სტრუქტურის ასეთი აგრესიული ქმედება სრულიად გაუმართლებელი იყო.
VIDEO: სკანდალი თამაშამდე - პოლიციის ძალადობა ბარსას ფანის მიმართ