ესპანური რადიოსადგურის, COPE-ს ინფორმაციით, ხულიან ალვარესი მენტალურ პრობლემებს ებრძვის, რის გამოც არგენტინელი თავდამსხმელი გუნდის საწვრთნელ პროცესს სრულად ჩამოშორდა, ასევე, მას აქვს ოფიციალური სამედიცინო ცნობა, რომელიც ადასტურებს რომ ის დეპრესიით იტანჯება.
ესპანური გამოცემა არგენტინელის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე პირდაპირ იუწყება, რომ ხულიან ალვარესი ამჟამად სერიოზულ ფსიქოლოგიურ სირთულეებს ებრძვის, რამაც აიძულა, რომ ვარჯიშებზე უარი ეთქვა. ამ ეტაპზე ფეხბურთელისთვის დასვენება და შესაბამისი დახმარების მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
წყაროს ცნობით, მიუხედავად შექმნილი კრიზისისა, ბარსელონაში თამაში არგენტინელისთვის კვლავ უდიდეს პირად ამბიციად რჩება.
საფეხბურთო სამყარო და გულშემატკივრები ალვარესს ამ რთულ პერიოდში სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და მენტალური სიჯანსაღის სწრაფად აღდგენას უსურვებენ.