ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ატლეტიკ ბილბაოსთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გუნდის თამაში და ხულიან ალვარესის ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო ჭორები შეაფასა.
გერმანელმა სპეციალისტმა ახალგაზრდა ჩავი ესპარტი გამოარჩია და აღნიშნა, რომ მისი მოედანზე მოქმედებით უბრალოდ აღფრთოვანებულია:
ცოტათი გაკვირვებული ვარ მისი სიმშვიდითა და იმით, თუ როგორ მიუდგა ის ამ მატჩს. ტექნიკურად ის ძალიან მაღალ დონეზეა და ვიმედოვნებ, რომ ამ გზას გააგრძელებს, რადგან უზარმაზარი პოტენციალი აქვს.
ჟურნალისტებმა ფლიკს ატლეტიკო მადრიდის პოზიციასა და ხულიან ალვარესის ტრანსფერზეც ჰკითხეს. მწვრთნელმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ამ პროცესებში საერთოდ არ ფიგურირებს:
არ მინდა მასზე საუბარი, მე ამ საქმეში არ ჩავრეულვარ. დეკუ და სხვები არიან ისინი, ვინც ამას აგვარებენ, მე კი მთლიანად იმაზე ვფოკუსირდები, რაც უშუალოდ მე მეხება
ფლიკმა დამატებით აღნიშნა, რომ დაცვაში საიმედო თამაში ბარსელონას წარმატების მთავარი გასაღებია და ორი ტურის შემდეგ მოპოვებული 6 ქულა სწორედ გუნდის ერთიანი, თავდადებული მუშაობის ლოგიკური შედეგია.