ენტონი გორდონი თანაგუნდელზე, ლამინ იამალზე გაბრაზდა.
ესპანელმა ტალანტმა ატლეტიკთან გამართულ მატჩში ცარიელ კარში გორდონს გასატანად პასი არ მისცა და მომენტი გაანიავა. 25 წლის ინგლისელმა შემტევმა, რომელიც კამპ ნოუზე თავის პირველ ლა ლიგის საშინაო მატჩს ატარებდა, კლუბში სადებიუტო გოლის გატანის შანსი სწორედ ამ ეპიზოდში დაკარგა.
იამალმა ძელთან სრულიად თავისუფლად მდგარ გორდონს, რომელიც ბურთის მიღებას და ცარიელ კარში გადაგზავნას ელოდა, ყურადღება არ მიაქცია. 19 წლის ვარსკვლავმა დარტყმა არჩია და უნაი სიმონმა მოიგერია მისი ბურთი.
ვიდეოში კარგად ჩანს ინგლისელის უკმაყოფილება:
მიუხედავად ამ მომენტისა და მატჩის მიწურულს შეცვლით უკმაყოფილებისა, გორდონმა კატალონიაში კარგი სტარტი აიღო. სადებიუტო მატჩში, სადაც ბარსელონამ ელჩე 5-0 დაამარცხა, მან ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
მან მაშინ თანაგუნდელებს პასები გაუკეთა, თუმცა ამჯერად იამალისგან მსგავსი ჟესტი ვეღარ მიიღო.