• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ბრძოლა ალვარესისთვის - ბარსელონასა და ატლეტიკოს ხელმძღვანელების ღია დაპირისპირება
ფეხბურთიფეხბურთი

ბრძოლა ალვარესისთვის - ბარსელონასა და ატლეტიკოს ხელმძღვანელების ღია დაპირისპირება

8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მონაკოში ჩემპიონთა ლიგის წილისყრის პარალელურად, ბარსელონასა და ატლეტიკოს შორის ხულიან ალვარესის გამო ვითარება უკიდურესად დაიძაბა. კლუბების ხელმძღვანელებმა ერთმანეთის მისამართით საჯარო და მძიმე ბრალდებები გააჟღერეს.


ატლეტიკოს რისხვა და მძიმე ბრალდებები


კონფლიქტი ატლეტიკოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მიგელ ანხელ ხილ მარინმა დაიწყო. ჟოან ლაპორტას საჯარო ინტერესის საპასუხოდ, მადრიდელთა ბოსმა Movistar+-თან საუბრისას ბარსელონას მისამართით სიტყვები არ დაიშურა:


ხულიანი უკვე იტანჯება, რადგან არიან ადამიანები, რომლებმაც მთელი ძალისხმევა მის მოტყუებასა და დაბნევას შეალიეს. ვწუხვარ, რადგან მას კარგად ვიცნობ, ის შესანიშნავი ფეხბურთელი და პიროვნებაა, მაგრამ ახლა სრულ გაურკვევლობაშია. ეს კიდევ უფრო გვაბრაზებს, რადგან ჩვენთვის ამაზრზენია ბარსელონას ფარისევლობა, ეთიკისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა


ხილ მარინმა კატეგორიულად გამორიცხა ტრანსფერის შესაძლებლობაც:


შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ არანაირ გარემოებაში არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ბარსელონასთან. ფეხბურთელი ბარსელონაში არ გაიყიდება


ბარსელონას პასუხი - გადაკვეთილი წითელი ხაზი

ატლეტიკოს მწვავე განცხადებებს რამდენიმე წუთში ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტმა, რაფა იუსტემ უპასუხა და კონკურენტებს თავხედობაში დასდო ბრალი:


მაკვირვებს ის, რომ მისგან ასეთი უზრდელური და უპატივცემულო განცხადებები მოვისმინე. მან გადაკვეთა წითელი ხაზი, რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ეს ისეთი სიტყვებია, რომელიც მაბრაზებს და რომელსაც საერთოდ არ ვიზიარებ


იუსტემ დაიცვა ბარსელონას პოზიცია და აღნიშნა, რომ კატალონიურ კლუბს წესები არ დაურღვევია:


ჩვენ ვართ კლუბი, რომელიც პატივს სცემს მეტოქეს, ატლეტიკოსა და ფეხბურთელებს. თუ მოთამაშეს ჩვენთან გადმოსვლა სურს, ვეცდებით მის დამატებას. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მშვიდად ვართ და სინდისი სუფთა გვაქვს


სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. ბარსელონა ხულიან ალვარესის დამატების იმედს ჯერ კიდევ არ კარგავს, თუმცა ატლეტიკოს პოზიცია ურყევია, ისინი არგენტინელის გაშვებას არცერთ შემთხვევაში არ აპირებენ.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ატლეტიკო
ბარსელონა
ლა ლიგა
ხულიან ალვარესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რას ამბობს ფლიკი ბარსელონას სატრანსფერო გეგმებზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რას ამბობს ფლიკი ბარსელონას სატრანსფერო გეგმებზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სამედიცინო დასკვნა: ალვარესს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სამედიცინო დასკვნა: ალვარესს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ამართლებს ანტონი გორდონი თავის ღირებულებას?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ამართლებს ანტონი გორდონი თავის ღირებულებას?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: რატომ გაბრაზდა გორდონი იამალზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: რატომ გაბრაზდა გორდონი იამალზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

4 სთ წინ

რას ამბობს ფლიკი ბარსელონას სატრანსფერო გეგმებზე

News image

3 სთ წინ

სამედიცინო დასკვნა: ალვარესს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს

News image

2 სთ წინ

ამართლებს ანტონი გორდონი თავის ღირებულებას?

News image

2 სთ წინ

VIDEO: რატომ გაბრაზდა გორდონი იამალზე?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება