ბარსელონას ლა ლიგის ჩემპიონობის განაღდება კატალონიურ დერბიში შეუძლია.
15 მაისს ფლიკის გუნდი სტუმრად ესპანიოლს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ლა ლიგის ჩემპიონი ოფიციალურად გახდება.
ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ბარსა რეალს 7 ქულით უსწრებს და ნებისმიერი მომდევნო გამარჯვება ოფიციალურად გააჩემპიონებს.
ლა ლიგის ბოლო ტური 25 მაისს გაიმართება.