კოპა დელ რეის ფინალის ბოლო წუთებში მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, რეალის მოთამაშეებს მსაჯის მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ.
საბოლოოდ კი დე ბურგოს ბენგოეჩეას მკაცრი ზომების მიღება მოუწია. მსაჯის ოქმში წითელი ბარათი რეალის სამ მოთამაშეს უფიქსირდება.
"ანტონიო რუდიგერმა წითელი ბარათი 120-ე წუთზე მოედანზე ნივთის სროლის გამო მიიღო, გაძევების შემდეგ კი ის აგრესიულად იქცეოდა.
ლუკას ვასკესმა 120-ე წუთზე წითელი ბარათი მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებისა და მოედანზე მიუღებელი ჟესტებით შევარდნის გამო მიიღო.
ჯუდ ბელინგემმა წითელი ბარათი მატჩის შემდეგ მსაჯებთან აგრესიულად მისვლის გამო მიიღო, მას გუნდელები აწყნარებდნენ." - წერია ოქმში.
სავარაუდოა, რომ სამივე მოთამაშე გარკვეულ სასჯელს მიიღებს, ყველაზე მკაცრი დისკვალიფიკაცია კი რუდიგერს ელოდება.
VIDEO: უხვგოლიანი კლასიკო თასის ფინალში - ბარსელონამ კოპა დელ რეი მოიგო